• 17-09-2023
    რუდი გარსა: "აი, ამიტომ შევცვალე ხვიჩა კვარაცხელია ძერბინით"
    რუდი გარსა: "აი, ამიტომ შევცვალე ხვიჩა კვარაცხელია ძერბინით"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლი" "ჯენოას" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

    შეხვედრის 89-ე წუთზე რუდი გარსიამ მოენიდან ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა და მის ნაცვლად ალესიო ძერბინი შემოიყვანა.

    ამასთან დაკავშირებით ფრანგმა სპეციალისტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ალესიო რამდენიმე წუთით თამაშს იმსახურებდა. სწორედ ამიტომ შევიყვანე ის მოედანზე ხვიჩას ნაცვლად. 

    "იმედი მქონდა, რომ შეძლებდა თამაშში განსხვავების შექმნას, რადგან სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს მუშაობდა.

    "ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, ვინ ვარჯიშობს კარგად, რათა სათამაშო დრო მიიღონ.

    "ლაციოსთან მატჩისგან საპირისპიროდ, როცა არც ერთ ცვლილებას არაფერი მოუტანია, ამჯერად, ცვლილებებმა რაღაც ახალი მოიტანა თამაშში, სათადარიგო სკამიდან შუქი მოვიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 20 დღეში 6 მატჩი გველოდება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები