24-09-2023
გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი! - ქართველი თავის გუნდში საუკეთესო იყო
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “ალმერიას” ესტუმრა, შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.
“ღამურების” ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გავლენიანი გამოცემა Sofascore-ისგან 8.2 შეფასება დაიმსახურა, რაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
გიორგიმ 9 სეივი შეასრულა და ზემოხსენებული შეფასება საკმაოდ დამსახირებულად მოიპოვა.
ცნობისთვის, “ვალენსია” ლა ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები