• 02-10-2023
    ამბროზინი: "არ შეიძლება, რომ ხვიჩასთან დაკავშირებით ეს მოხდეს"
    ამბროზინი: "არ შეიძლება, რომ ხვიჩასთან დაკავშირებით ეს მოხდეს"

    ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ მან "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    "ნაპოლი" ძლიერი გუნდია და მათ "სკუდეტო" დამსახურებულად მოიგეს.

    "ახალ სეზონში ჰქონდათ გარკვეული სიძნელეები, მაგრამ ახლა ფორმას იბრუნებენ. ბუნებრივია, ახალ მწრთვნელს გარკვეული დრო სჭირდება.

    "ვფიქრობ, რომ ხვიჩა ნამდვილი ფენომენია. გასულ სეზონში "მილანთან" მატჩის შემდეგ ქართველი გააკრიტიკეს, თუმცა ის ერთადერთი იყო, რომელიც რაღაცის შექმნას ცდილობდა.

    "არ შეიძლება, რომ მისნაირ მოთამაშეზე რაიმე ეჭვები არსებობდეს", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები