• 03-10-2023
    კვარაცხელია: "რეალის მატჩების ყურებაში გავიზარდე, დღეს კი მხოლოდ ეს მსურს"
    კვარაცხელია: "რეალის მატჩების ყურებაში გავიზარდე, დღეს კი მხოლოდ ეს მსურს"

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "დიეგო არმანდო მარადონას" სტადიონზე "ნაპოლისა" და მადრიდის "რეალის" შეხვედრა შედგება.

    შეხვედრის წინ, "პარტენოპეის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გამოცემა "AS"-სთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "რეალის მატჩების ყურებაში გავიზარდე, დღეს კი მხოლოდ მათი დამარცხება მსურს. მათი არ გვეშინია.

    "ჩვენი მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე "ბლანკოსი" იქნება. წარმოუდგენელია, რომ ბედნიერი არ ვიყო.

    "დიახ, ჩემი კუმირები გუტი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. მათ სულ ვუყურებდი და ვცდილობდი, რომ თამაშში, დარტყმებსა და ცრუ მოძრაობებში მიმებაძა.

    "გუტის თამაშებს მუდამ თვალს ვადევნებდი. მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა ის ბურთს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის ერთ დღეს მაისურს გამომიგზავნიდა. ეს "პატარა ხვიჩას" ოცნების ასრულებას ჰგავდა.

    "საქართველოში "რეალს" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ვფიქრობ, ახლა "ნაპოლის" უფრო მეტი ქომაგი იქნება. (იცინის)", - თქვა ხვიჩამ.

    Facebook კომენტარები