• 02-06-2023
    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის
    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის

    როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 კვირაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას გააგრძელებს.

    "ჯვაროსნების" პირველი მოწინააღმდეგე თემურ ქეცბაიას კვიპროსი იქნება და შეხვედრა ქალაქ ლარანკაში გაიმართება.

    რაც შეეხება მეორე ოპონენტს, ქართველები 20 ივნისს გლასგოში შოტლანდიის ნაკრებს ესტუმრებიან.

    აღნიშნული მატჩებისთვის ვილი სანიოლმა ჩვენი გუნდის განაცხადი დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:

    მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

    დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

    ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

    Facebook კომენტარები