• 05-10-2023
    როდის დაუბრუნდება ლევანდოვსკი მინდორს - რას წერენ მედიაში
    როდის დაუბრუნდება ლევანდოვსკი მინდორს - რას წერენ მედიაში
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში "პორტუს" ესტუმრა და მეტოქე 0:1 დაამარცხა.

    აღნიშნულ დაპირისპირებაში რობერტ ლევანდოვსკიმ ფეხის არეში დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

    ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.

    როგორც იწერება, პოლონელის დაბრუნებას შემდეგი კვირისთვის ვარაუდობენ.

    აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" მომდევნო მატჩი 8 ოქტომბერს, გრანადას წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები