• 01-08-2022
    სპალეტი: "კვარაცხელიას კარგი უნარები აქვს"
    სპალეტი: "კვარაცხელიას კარგი უნარები აქვს"

    "ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ "მალიორკასთან“ მატჩის  შემდგომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და კვლავ შეაქო. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩამ,ისევე როგორც მთელმა გუნდმა, უნდა მოუმატოს, მაგრამ ის, რასაც კვარა მინდორზე აჩვენებს, შესანიშნავჯა.


    „კვარაცხელიას კარგი უნარები აქვს, განსაკუთრებით მეტოქის მოტყუების ასპექტში. დღევანდელი მატჩის ზოგ სიტუაციაში არ გაუმართლა, გატანა შეეძლო, მაგრამ ცალსახად კარგად ითამაშა და თავისი ნიჭი გვაჩვენა. ხვიჩას  გოლის შორეულ კუთხეში დარტყმით გატანაც ეხერხება. რა თქმა უნდა, მან,  ისევე როგორც მთელმა გუნდმა, საჭიროა, მოუმატოს"- განაცხადა "პარტენოპეის" თავკაცმა.


    შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" მომდევნო ამხანაგურ მატჩი 3 აგვისტოს "ჟირონასთან“  წინააღმდეგ გაიმართება. სერია აში კი კვარაცხელიას გუნდი 15 აგვისტოს ჩაერთვება და ჩემპიონატს "ვერონასთან" ჯახით გახსნის. წინასასეზონო ეტაპზე ჩვენებურის  ანგარიშზე 4 თამაშში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა