• 06-10-2023
    როგორი იქნებოდა "ბარსას" შემადგენლობა მესისა და როკესთან ერთად
    როგორი იქნებოდა "ბარსას" შემადგენლობა მესისა და როკესთან ერთად
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარი ამოცანა ვიტორ როკეს დარეგისტრირება იქნება. გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "ატლეტიკო პარანაენსეში" თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ითამაშა.

    გუშინ ასევე გაჟღერდა თეორია, რომ თუ "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი ოფში ვერ გავა, "ბარსა" ლიონელ მესის იჯარით დამატების შესაძლებლობას განიხილავს. მსგავს პრეცენდენტებს ადრეც ჰქონია ადგილი, ამიტომ გამორიცხული არაფერია, თუმცა, ცხადია, შანსი მიზერულზე მიზერულია.

    ამ ყველაფრის ფონზე, Tribuna.com-მა შემოგვთავაზა სურათი, სადაც ასახულია, თუ როგორ გაზრდიდა იანვარში როკესა და მესის დამატება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის სიღრმეს:


    Facebook კომენტარები