

ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
გიორგი მამარდაშვილი ესპანურ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას ხელს 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერს.
ახალგაზრდა ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
გიორგი ხელმძღვანელობას ძალიან მალე შეხვდება და კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.
ცნობისთვის, 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე, იასპერ სილესენი დიდი ალბათობით კარიერას მშობლიურ "ნამეგენში" გააგრძელებს. შედეგად, მამარდა "ვალენსიას" მთავარი მეკარე იქნება.
📝 Todo pactado para la renovación de Giorgi Mamardashvili hasta 2027 y 100M de cláusula
— Tribuna Deportiva (@TribunaVCF) August 3, 2022
🇳🇱 La marcha de Cillessen, la llave para desbloquear la mejora de contrato del georgiano
👥 Prevista reunión este fin de semana en Valencia para ultimar los detalles
📻 Hoy en @TribunaVCF pic.twitter.com/1sVXiMROZl