• 11-10-2023
    "ბარსა" ვირცს, ვერმეერენს და ვარელას უმიზნებს
    "ბარსა" ვირცს, ვერმეერენს და ვარელას უმიზნებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" 2024 წლის ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება, - იუწყება Mundo Deportivo.

    კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" სამიზნეში 3 ვუნდერკინდი ამოიღეს.

    პირველი ფლორიან ვირცია, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერში" ბრწყინვალედ გამოიყურება. გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტალანტი 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. სხვათა შორის, 20 წლის ვარსკვლავი ბავშვობიდან "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს.

    შემდეგი არტურ ვერმეერენი გახლავთ, რომელსაც "ანტვერპენის" ძირითად გუნდში უკვე 43 მატჩი აქვს ჩატარებული. 18 წლის ბელგიელის შეძენა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

    რაც შეეხება მესამე კანდიდატს, MD "პორტუს" 22 წლის ახალწვეულს, ალან ვარელას ასახელებს. არგენტინელს "ბარსა" იქამდეც უმიზნებდა, სანამ იგი "დრაკონებს" შეუერთდებოდა. "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ვარელას ფასი ახლა საოცარი ტემპით გაიზრდება.

    Facebook კომენტარები