• 15-06-2023
    პერესი: "დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შემოგვიერთდა"
    პერესი: "დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შემოგვიერთდა"

    მადრიდის "რეალმა" მიმდინარე ზაფხულის მორიგი ტრანსფერი დაადასტურა და "სამეფო გუნდმა" ბორუსიას "დორტმუნდიდან" ჯუდ ბელიგნემი გაიფორმა.

    აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსმა" ინგლისელი უკვე ოფიციალურად წარადგინა და პრესკონფერენციაზე მცირე კომენტარი გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმაც გააკეთა.

    "დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შემოგვიერთდა. ჯუდი აქ არის, ვინაიდან მას ასე სურდა.

    "ბელინგემს ნებისმიერ სხვა კლუბში წასვლა შეეძლო, მაგრამ მან მადრიდის "რეალი" აირჩია", - განაცხადა პერესმა.

    Facebook კომენტარები