• 16-03-2022
    "მანჩესტერში" ოლდ ტრაფორდის დანგრევას განიხილავენ - Daily Mail
    "მანჩესტერში" ოლდ ტრაფორდის დანგრევას განიხილავენ - Daily Mail

    "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელებს საშინაო არენის განახლება სურთ და ახალი სტადიონის ასაშენებლად მზადყოფნას გამოთქვამენ, ოლდ ტრაფორდი კი, შესაძლოა, დაინგრეს.


    Daily Mail-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, "იუნაიტედი" სტადიონის განახლების 3 ძირითად გზას განიხილავს:


    • ოლდ ტრაფორდის დანგრევა და ახალი სტადიონის აშენება
    • სამხრეთ ტრიბუნის ახლიდან აშენება და გაფართოება
    • მაყურებლების და მოწვეული სტუმრების ზონების განახლება


    ჯერჯერობით, კლუბში გადაწყვეტილება არ მიუღიათ და სავარაუდოა, რომ ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.


    ახალი სტადიონის აშენება ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ რამდენად გადადგამენ გლეიზერები ამ ნაბიჯს, რთული სათქმელია.

    Facebook კომენტარები