• 16-10-2023
    "ეს სულ სხვა გრძნობა" - კიტეიშვილის კომენტარი კვიპროსთან მატჩის შემდეგ
    "ეს სულ სხვა გრძნობა" - კიტეიშვილის კომენტარი კვიპროსთან მატჩის შემდეგ

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შინ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 4:0 სძლია.

    მატჩის დასრულების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "მოთამაშეებმა გავაცნობიერეთ, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრებს განსხვავებულად უნდა მივუდგეთ. ყოველ წუთს, როდესაც მოედანზე ფეხბურთელია, უნდა ეტყობოდეს, რომ საქართველოს ნაკრების მაისური აცვია.

    "პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ორმა სწრაფმა გოლმა თავდაჯერება შეგვძინა. 

    "ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია იყო, რადგან საქართველოს ნაკრებში საშინაო მატჩში პირველი გოლი გავიტანე.

    "ნაკრებში გატანილი გოლი რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა", - თქვა კიტეიშვილმა.

    Facebook კომენტარები