• 16-10-2023
    "სიტი" და "ვესტ ჰემი" იანვარში მაატსენისთვის იბრძოლებენ
    "სიტი" და "ვესტ ჰემი" იანვარში მაატსენისთვის იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    Teamtalk-ი ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველის, იან მაატსენის შესახებ წერს.

    წყაროს თანახმად, თუ წლის ბოლოსთვის მაატსენის "არისტოკრატული" მომავალი კვლავ გაურკვეველი იქნება, მის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დამატებას "მანჩესტერ სიტი" და "ვესტ ჰემი" ეცდებიან.

    21 წლის ნიდერლანდელს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება. ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი დაწყებულია, თუმცა იანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უწყვეტი სათამაშო პრაქტიკაა, ამის გარანტიას კი ჯერ ვერ იღებს.

    მაგალითად, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მაატსენმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა, მისი ნათამაშები წუთების ჯამური რაოდენობა კი სულ 83 გახლავთ.

    სხვათა შორის, სექტემბერში "ბარნლი" იანის სანაცვლოდ 31.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდა და ამაზე "პენსიონერებიც" თანახმანი იყვნენ, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა თავად ფეხბურთელმა ისურვა.

    სხვათა შორის, ნიდერლანდელს უკავშირებენ "ბარსელონასაც".

    Facebook კომენტარები