• 02-06-2023
    პერესი და ანჩელოტი ჰარი კეინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - "Marca"
    პერესი და ანჩელოტი ჰარი კეინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - "Marca"

    ბოლო დროს კარიმ ბენზემას მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე მედიაში ბევრი იწერება.

    მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე ინფორმაცია ცნობილმა წყაროებმა გაავრცელეს, "სამეფო გუნდს" არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს.

    ერთ-ერთი მათგანი ჰარი კეინიც იყო, რომელმაც დიდი შანსია სეზონის ბოლოს ლონდონის "ტოტენჰემის" რიგები დატოვოს.

    როგორც ცნობილი მადრიდული გამოცემა "Marca" იტყობინება, ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი ინგლისელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

    წყაროს ცნობით, რეალური შანსია იმისა, რომ "ბლანკოსმა" 29 წლის ფორვარდი მიმდინარე ზაფხულში დაიმატოს.

    აქვე გეტყვით, რომ კეინმა მიმდინარე სეზონში "დეზების" რიგებში ყველა ტურნირზე თავი 32 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები