• 19-08-2022
    დავითაშვილი ბათუმის “დინამოს” უბრუნდება
    დავითაშვილი ბათუმის “დინამოს” უბრუნდება
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის შეძენით ფრანგული და სერბული კლუბები ინტერესდებოდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის ტრანსფერი არ შედგა.


    თუ Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას დავუჯერებთ, ზურიკო დავითაშვილი "საბურთალოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ბათუმის "დინამოს"

    განაცხადში იქნება.


    ამავე წყაროს ცნობით, ზუკამ ვარჯიში უკვე განაახლა და თუ 31 აგვისტომდე 21 წლის ფეხბურთელით ახალი გუნდი დაინტერესდება ბათუმელთა მხრიდან მას გაშვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება.


    ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი თავდაპირველად ბათუმის "დინამოს" მარტში შეუერთდა. 21 წლის ფეხბურთელმა 16 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები