• 20-10-2023
    სერხი რობერტო ტრავმირებულია!
    სერხი რობერტო ტრავმირებულია!

    კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, სერხი რობერტომ დაზიანება მიიღო. 31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა კუნთის არეში მიიღო.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხუან მარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტოს დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდება.

    შედეგად, 31 წლის მოთამაშე “ატლეტიკ ბილბაოსთან”, დონეცკის “შახტართან”, მადრიდის “რეალთან” და “რეალ სოსიედადთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

    ცნობისთვის, სერხი რობერტომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები