20-08-2022

არჩილ ბერიძე: “ზურიკოს კარიერულ წინსვლაში ხელს არ შევუშლით”

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის "დინამოსთან" ერთად ვარჯიში განაახლა.
კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ზუკას შესახებ ისაუბრა:
"ზურიკო დავითაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვნახოთ, აქედან რა გამოვა. ერთია, რომ ზურიკოს კარიერულ წინსვლაში ხელს არ შევუშლით. მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დარჩება თუ არა ჩვენთან" – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს ტრანსფერით ფრანგული "ლორიენი" ინტერესდებოდა, თუმცა შეთანხმება გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა.
ტეგები:
Facebook კომენტარები