15-03-2022

რანგნიკის სახალისო კომენტარი რონალდუზე: "ალბათ, ეს უკვე ლოგიკურია"

ავტორი
"ტოტენჰემთან" მოგების შემდეგ, რალფ რანგნიკმა მედიასთან ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ სახალისო კომენტარიც გააკეთა.
"მატჩის შემდეგ ვხუმრობდით, რომ უკვე ლოგიკური იქნება, თუ რონალდუს 3 დღით პორტუგალიაში გავგზავნით, შემდეგ კი 2 დღე არ ივარჯიშებს.
მან ხუთშაბათსაც ამ დონეზე ივარჯიშა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი ძირითადში დაყენება", - განაცხადა რალფმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ რონალდუ სამშობლოში გაემგზავრა, ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი ვერ ახერხებდა ვარჯიშს.
ასე რომ, რანგნიკმა სწორედ ამის შესახებ იხუმრა.
ტეგები:
Facebook კომენტარები