• 25-10-2023
    "ჩავი ამას მთხოვს ხოლმე" - ფერმინ ლოპესი მატჩის შემდეგ
    "ჩავი ამას მთხოვს ხოლმე" - ფერმინ ლოპესი მატჩის შემდეგ

    "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის "შახტარი" დაამარცხა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უკრაინულ გუნდს ფერან ტორესისა და ფერმინ ლოპესის გოლების (2:1) წყალობით მოუგეს.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ლოპესი დასახელდა. სხვათა შორის, ფერმინს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი ერთი დარტყმა ძელმა მოიგერია, შემდეგ კი გოლი თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის გამო გაუუქმეს.

    20 წლის ნახევარმცველმა წარმატებული მატჩი მცირე ინტერვიუში შეაფასა.

    "ახლა წარმოუდგენელ რამეს განვიცდი. ოცნებას ვიხდენ და ამის გამო მადლიერი ვარ.

    ამისთვის ბავშვობიდან ვიბრძოდი. იყო ძალიან რთული და ძალიან ლამაზი მომენტებიც. ამ შესაძლებლობის მოცემისთვის ჩავის მადლობას ვუხდი.

    ჩავი მთხოვს, რომ რაღაცები ვცადო ხოლმე... მეტოქის კარისკენ დავარტყა.

    ყველასგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ," - თქვა ლოპესმა.

    შეგახსენებთ, რომ ფერმინმა ამ სეზონში თავისი მეორე გოლი შეაგდო. ლა ლიგაში მან "მალიორკას" გაუტანა.

    Facebook კომენტარები