• 02-06-2023
    სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დასახელდა
    სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დასახელდა

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა!

    იტალიის ჩემპიონატის ჯერ კიდევ მიმდინარე გათამაშებაში "ნაპოლის" გარემარბმა 12 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სწორედ ხვიჩა გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი "პარტენოპეის" მიერ სკუდეტოს მოგებისა.

    სხვათა შორის, კვარა ინარჩუნებს სეზონის საუკეთესო ასისტენტის სტატუსსაც.

    აქვე ვთქვათ, რომ სეზონის საუკეთესო მეკარედ "ლაციოს" გოლკიპერი ივან პროვედელი დასახელდა, სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდო "ნაპოლის" დაცვის ბურჯ კიმ მინ-ჯეს არგუნეს, საუკეთესო ნახევარმცველი მილანის "ინტერის" დირიჟორი ნიკოლო ბარელა გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი საუკეთესო ბომბარდირს, ვიქტორ ოსიმენს გადაეცა.

    "ნაპოლის" სეზონში კიდევ ერთი მატჩი აქვს დარჩენილი. 4 ივნისს ნეაპოლელები გენუის "სამპდორიას" შეერკინებიან. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები