• 02-09-2022
    დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა? - უახლესი ინფორმაცია
    დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა? - უახლესი ინფორმაცია
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამოს" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა დაადასტურა, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ "ბორდოში" გააგრძელებდა.


    სამწუხაროდ ვითარება შეიცვალა. ფრანგულმა

    გუნდმა პირველ სექტემბერს ტრანსფერი ვერ დაადასტურა. თუმცა თუ sudouest.fr-ს დავუჯერებთ "ბორდოს" დავითაშვილის ტრანსფერის განხორციელების შანსი კიდევ 4 დღის განმავლობაში ექნება.


    ტრანსფერის გაჩარხვას ხელი ფრანგული გუნდის დაბალმა სახელფასო ჭერმა და საჭირო დოკუმენტების არ ქონამ შეუწყო.


    ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ზურიკო დავითაშვილმა კარიერა საფრანგეთის 6 გზის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსფერი შედება.

    Facebook კომენტარები