02-09-2022

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” ფეხბურთელია

ავტორი
21 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ბორდომ" ახალგაზრდა ტალანტი ერთ წლიანი იჯარით დაიმატა, სეზონის ბოლოს აღნიშნულ გუნდს ზუკას გამოსყიდვის უფლება ექნება.
ზურიკოს შეძენით "ლორიენი", "პარტიზანი" და სხვა გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა "ბორდომ" ყველას აჯობა.
21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში 30 ნომრიან მაისურს მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ ზურიკოს მომავალი კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის 6 გზის გამარჯვებული გახლავთ.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში მეოთხე ქართველი ფეხბურთელი იქნება ვინც ლიგა 2-ში იასპარეზებს.
🔵⚪📸 pic.twitter.com/WpcflGbo0D
— FC Girondins de Bordeaux (@girondins) September 2, 2022
ტეგები:
Facebook კომენტარები