• 07-11-2023
    "კვარაცხელიას შეცვლა გაუგებარია" - ფედელე გარსიას გადაწყვეტილებას უწუნებს
    "კვარაცხელიას შეცვლა გაუგებარია" - ფედელე გარსიას გადაწყვეტილებას უწუნებს

    "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ ქართველ სუპერვარსკვლავსა და "ნაპოლიზე" ისაუბრა. 

    მან "სალერნიტანასთან" მატჩზე და კვარას შეცვლაზე გაამახვილა ყურადღება: 

    "სალერნიტანასთან" მხოლოდ შედეგი იყო კარგი. პირველ ტაიმში, თუნდაც 20 წუთით, ნაპოლიმ შარშანდელ დონეზე ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში გარსიას გუნდი მაინც ვერ მარწმუნებს, მეორე ტაიმში იმედი გამიცრუეს, ელმასს გოლი რომ ვერ გაეტანა, შეიძლებოდა ნაპოლის ეს თამაში ვერ მოიგო" 

    "ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, კვარაცხელიას შეცვლა ძალიან მარტივი მიზეზის გამო: მაცოკის, რომელიც კვარას მეურვეობდა, ყვითელი ბარათი ჰქონდა და ქართველის შეჩერებას ვერ ახერხებდა" 

    "რატომ შეცვალეს? მესმის საუბარი, რომ მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო, რადგან ელმასმა გოლი გაიტანა, მაგრამ კარგი, რა! მაკედონიელს მოედანზე შესვლა სხვის ნაცვლად შეეძლო, თუმცა არა ქართველის ადგილას!", - განაცხადა იტალიელმა. 


    Facebook კომენტარები