• 15-03-2022
    საკი სკუდეტოს ფავორიტებზე - "წინ ჩემპიონატის საინტერესო ფინიში გველოდება"
    საკი სკუდეტოს ფავორიტებზე - "წინ ჩემპიონატის საინტერესო ფინიში გველოდება"

    "მილანის" ლეგენდარულმა თავკაცმა, არიგო საკიმ მედიის წარმომადგენლებთან სერია ა-ს ტოპ ოთხი გუნდი შეაფასა:


    "ინტერი" ახლა გაწურული ლიმონივითაა. ისინი "ლივერპულმა" გაწურა და "ტორინოს" მსგავს გუნდთან, რომელთან თამაშიც ინტენსიურობას მოითხოვს, ვერაფერს გახდნენ.

    ისინი ახლა ძალიან ინერტულები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლო ძალების მოკრეფას ვერ მოახერხებენ.


    არიან გუნდები, რომლებიც თავიანთ თამაშს ერთ ფეხბურთელზე აწყობენ, "მილანი" კი წარმატებას უფრო გუნდური ასპარეზობით აღწევს. როცა მათ თამაშებს ვუყურებთ,

    კიდევ ერთხელ ვრწმუნებით, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია. თუ "როსონერი" სკუდეტოს მოიგეს ეს პიოლის შედევრი იქნება, რადგან მას არ ჰყავს ტოპ კლასის

    ფეხბურთელები, რომელთაც კარიერაში უამრავი ტიტული აქვთ მოგებული. "მილანის" ბირთვი ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ გამოუცდელი ფეხბურთელებია და ისინი ახლა

    ლიდერები არიან.


    "ნაპოლის" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მათი მთავარი პრობლემა ბოლო წლებში მენტალური ასპექტი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ სპალეტი მათ ამის

    აღმოფხვრაში დაეხმარება.


    "იუვენტუსი" ტოპ კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებილი გუნდია, რომელთაც შესანიშნავი ტაქტიკოსი უძღვება. ალეგრიმ კარგად იცის, როგორ მიიღოს მაქსიმუმი.

    ფურცელზე ტურინელებს შედარებით მარტივი კალენდარი აქვთ, მაგრამ ამ სეზონში  ბევრჯერ ვნახეთ, როგორ დააკარგვინეს პატარა გუნდებმა ლიდერებს ქულები. ამიტომ

    დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჩემპიონატის საინტერესო ფინიში გველოდება".

    ტეგები:
    Facebook კომენტარები