• 12-11-2023
    "კვარამ თამაში შეცვალა, 40 წუთში იმაზე მეტი ქნა ვიდრე სხვებმა" - იტალიური მედია ხვიჩაზე
    "კვარამ თამაში შეცვალა, 40 წუთში იმაზე მეტი ქნა ვიდრე სხვებმა" - იტალიური მედია ხვიჩაზე

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სახლში "ემპოლისთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

    მატჩში ქართველის შემტევი 54-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა "პარტენოპეის" ვერც კვარადონამ უშველა. ქართველის სკამზე განმწესებას იტალიური მედიისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

    Tuttonapoli : "შევიდა და ცდილობს თავისი თამაშით მეტოქის დაცვა შეარყიოს. ბერიშამ მის წინააღმდეგ სასწაული მოახდინა". 

    Calcionapoli1926: "თამაში შეცვალა. ბერიშამ გოლი ორჯერ წაართვა". 

    Calcio.oasport: "ცდილობს ფლანგიდან ბზინვარებას, მაგრამ ბოლოს ბერიშამ ფეხით მისი საგოლე დარტყმა მოიგერია. ეს გამოუყენებელი მომენტი კი ძალიან იწონის იმის გათვალისწინებით, რომ კოვალენკომ მალევე გაიტანა". 

    Tuttomercatoweb: "40 წუთში მან უფრო მეტი ხიფათი შექმნა, ვიდრე მისმა ყველა თანაგუნდელმა ერთად. მხოლოდ ბერიშას სასწაულის გამო ვერ გაიტანა გოლი. ერთადერთი შეკითხვა არსებობს: რატომ არ იყო მოედანზე პირველივე წუთიდან?"

    Calciomercato: "რაღაცით მეტი გააკეთა თანაგუნდელებისგან, 2-3 შანსი შექმნა არაფრისგან, მაგრამ 89-ე წუთზე ბერიშას ვერ აჯობა". 

    Numero-diez: "მისი შესვლით ნაპოლი არაპროგნოზირებადობას იძენს. ფლანგზე ადვილად თამაშობს, მაგრამ გავლენას მაინც ვერ ახდენს".

    Facebook კომენტარები