• 15-09-2022
    ჰოლანდი: "გრძელი ფეხები მაქვს და ბურთს ამიტომ მივწვდი"
    ჰოლანდი: "გრძელი ფეხები მაქვს და ბურთს ამიტომ მივწვდი"
    Aa

    "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. "ქალაქელებმა" გუშინ დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯუდ ბელინგემის გოლით აგებდნენ, თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს.


    "სიტიზენთა" ქამბექი ჯონ სტოუნსის შორეული გასროლით დაიწყო, საბოლოო ანგარიში კი ერლინგ ჰოლანდმა დააფიქსირა - ნორვეგიელი ჟოაუ კანსელუს ბრწყინვალე გადაცემას აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმით გამოეხმაურა. სხვათა შორის, ჰოლანდის ეს გოლი უეფამ კვირის საუკეთესოდ დაასახელა.


    მატჩის შემდეგ ერლინგმა თავის ყოფილ გუნდთან გამართულ მატჩზე ისაუბრა.


    "საბოლოო ჯამში, ვაჩვენეთ ვინ ვართ და როგორ ვთამაშობთ. ბოლო 20-25 წუთის გამო ამაყი ვარ. დღეს ორი მშვენიერი გოლი გავიტანეთ. ჩემი ოდნავ უკეთესი იყო. კარგი ჩაწოდება ჟოაუ კანსელუსგან.


    "ბორუსიაში" ჩემი შეჩერების გზა იცოდნენ? მათ ვერ გამაჩერეს. მე გოლი გავიტანე.


    ვფიქრობ, ძალიან გრძელი ფეხები მაქვს და ბურთს ამიტომ მივწვდი. უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი გოლი იყო", - განაცხადა ჰოლანდმა.


    გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნორვეგიელს უკვე 13 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება "სიტის", პეპ გვარდიოლას ბიჭები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობენ.

    Facebook კომენტარები