• 15-11-2023
    ცნობილია: მესის ყველაზე ცუდი მატჩი "ბარსას" შემადგენლობაში
    ცნობილია: მესის ყველაზე ცუდი მატჩი "ბარსას" შემადგენლობაში
    Author of the article
    Aa

    ლიონელ მესის "ბარსელონაში" გატარებული წლების განმავლობაში უამრავი დიდებული მატჩი ჩაუტარებია, თუმცა, ცხადია, მის კარიერაში იყო წარუმატებელი შეხვედრებიც.

    საფეხბურთო სტატისტიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სააგენტომ, Whoscored.com-მა მესის კატალონიური კარიერის ყველაზე ცუდი მატჩი დაასახელა (2009/2010 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა ამ მონაცემების ათვლა დაიწყო).

    როგორც აღმოჩნდა, ლეოს ყველაზე დაბალი შეფასება 2016/2017 წლების სეზონში მიუღია. ეს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის ეგიდით გაიმართა და "ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენთან" წააგო, ანგარიშით 0:4.

    არგენტინელი მეგავარსკვლავის თამაში მაშინ 5.9 ქულით შეფასდა.

    იმის შეხსენება, რაც განმეორებით შეხვედრაში მოხდა, ალბათ, არ გჭირდებათ. "ბარსელონამ" პარიზელებს 5-ბურთიანი სხვაობით (6:1) მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, თავად მესი კი გოლით გამოირჩა.

    Facebook კომენტარები