• 16-11-2023
    რას გეგმავს "ბარსა" დე იონგთან დაკავშირებით - ფაბრიციო რომანოს ცნობა
    რას გეგმავს "ბარსა" დე იონგთან დაკავშირებით - ფაბრიციო რომანოს ცნობა
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა და სანდო ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფრომაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, კატალონიელები ფრენკი დე იონგს კლუბის უმშნიშვნელოვანეს ფეხბურთელთად მიიჩნევენ და მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ.

    როგორც რომანო ამბობს, აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2024 წლის ზაფხულში დაიწყება.

    აღსანიშნავია, რომ თავად ნიდერლანდელი მოთამაშის სურვილიც "ბლაუგრანას" რიგებში დარჩენაა.

    აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს კატალონიელებთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები