• 17-11-2023
    "მოთამაშებიით რომლებიც გვყავს ბევრად მეტის მიღწევა შეგვილძია" - ქეცბაიას განცხადება
    "მოთამაშებიით რომლებიც გვყავს ბევრად მეტის მიღწევა შეგვილძია" - ქეცბაიას განცხადება

    ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

    მატჩთან დაკავშირებით, თვად ქართველმა სპეციალისტმა ისაუბრა:

    "პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ, ამით მეტოქემ კარგად ისარგებლა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ და სხვაობის შემცირებაც მოვახერხეთ. შედეგით ბედნიერები ნამდვილად არ ვართ, არც მე და არც ის გულშემატკივრები, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. ვფიქრობ, არავის ჰქონდა იმის განცდა, რომ ჯგუფში რაიმე სასწაულს მოვახდენდით"

    "ჩვენი მიზანი თავიდანვე ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გახლდათ. აქ შედარებით ჩვენი დონის ნაკრებები ასპარეზობენ. მჯერა, რომ იმ მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს, ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა

    Facebook კომენტარები