• 20-11-2023
    მაისურები, რომლებიც მესის მუნდიალზე ეცვა, აუქციონზე გაიყიდება
    მაისურები, რომლებიც მესის მუნდიალზე ეცვა, აუქციონზე გაიყიდება
    Author of the article
    Aa

    ლიონელ მესის მიერ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მორგებული მაისურები აუქციონზე გადის. ამ მაისურებს Sotheby's გაყიდის.

    Sotheby's-ის შეფასებით, 6 მაისური, რომელთაგან ერთ-ერთი ლეოს მუნდიალის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ემოსა, ჯამში შეიძლება 10 მილიონ დოლარად გაიყიდოს.

    ეს ამბავი "ლა პულგამ" სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით გვამცნო. როგორც ირკვევა, თანხის ნაწილი Unicas Project-ს გადაეცემა, რომლის მიზანიც იშვიათ დაავადებებთან მებრძოლი ბავშვების დახმარებაა.

    2022 Sotheby's აუქციონზე, ნიუ იორკში 10.1 მილიონ დოლარად გაიყიდა მაიკლ ჯორდანის მაისური. ეს მაისური "ჩიკაგო ბულსის" ლეგენდას NBA-ის 1998 წლის სუპერფინალებში ემოსა. მატჩში ნაცვამ მემორაბილიაში ამაზე ძვირი არასდროს გადაუხდიათ.

    თუ მხოლოდ ფეხბურთის გარშემო ვიტრიალებთ, ასევე 2022 წელს გაიყიდა დიეგო მარადონას მაისურიც, რომელიც მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებთან გამართულ მატჩში ეცვა. კოლექციონერმა მაისურში 9.3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    აქვე გეტყვით, რომ მესის მაისურები 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე ნიუ იორკში, Sotheby's სათაო ოფისში იქნება გამოფენილი და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

    Facebook კომენტარები