• 26-11-2023
    პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსრია! - ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მიღწევა
    პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსრია! - ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მიღწევა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტას” წინააღმდეგ მშვენიერი გოლი გაიტანა.

    Opta Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონიდან მოყოლებული იტალიის ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    საგულისხმოა, რომ მსგავსი შედეგის დაფიქსირება სერია ა-ში მხოლოდ ხვიჩამ მოახერხა.

    ხვიჩა ევროპის ტოპ 5 ლიგაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.

    ხვიჩა ლიონელ მესის, ბუკაიო საკას, მოჰამედ სალაჰს, ვინისიუს ჟუნიორსა და ანტუან გრიზმანს შეუერთდა.

    ცნობისთვის, უშუალოდ მიმდინარე სეზონში 12 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები