• 29-11-2023
    ლა ლიგის გუნდი ვახო სალიას შეძენით ინტერესდება
    ლა ლიგის გუნდი ვახო სალიას შეძენით ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, ახლახანს თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 16 წლის შემტევის, ვახო სალიას დებიუტი შედგა.

    ცნობილი ესპანური გამოცემა, Relevo.com უნიჭიერესი ქართველი ტალანტის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

    ესპანური წყაროს ცნობით, ვახოს შეძენა “რეალ ბეტისს” სურს.

    “რეალ ბეტისის სამიზნე ქართველი მარგალიტია. სევილიური გუნდის სკაუტები 16 წლის ვახო სალიას აქტიურად აკვირდებიან. ის წესით და რიგით პროექტის “ბეტისის ტალანტის” პირველი დანამატი უნდა გახდეს, რომელსაც რამონ პლეიენსი ხელმძღვანელობს.

    2007 წელს დაბადებული ფეხბურთელი არის ტალანტი, რომელზეც ევროპის წამყვან გუნდებს უჭირავთ თვალი. ვახომ დინამო თბილისის მთავარ გუნდში ბოლო ირ შეხვედრაში მიიღო მონაწილეონა. პლეინსიც და მისი თანაშემწეებიც დარწმუნებულები არიან ფეხბურთელის შესაძლებლობებში და ცდილობენ, რომ გადაჭრან პრობლემები, რომელიც არაევროკავშირელი არასრულწლოვანის ტრანსფერს შესაძლებელს გახდის. მათი მიზანი ფეხბურთელის ბეტისში ახლავე დარეგისტრირებაა, თუ არადა, მოცდა იქამდე, სანამ ის სრულწლოვანი გახდება”. - წერს Relovo.com

    ცნობისთვის, ვახო სალია საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება.

    Facebook კომენტარები