• 01-12-2023
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ნაკრებში თამაშმა დიდი გამოცდილება და თავდაჯერება შემძინა”
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ნაკრებში თამაშმა დიდი გამოცდილება და თავდაჯერება შემძინა”

    საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა:

    “ნაკრებში თამაშმა დიდი გამოცდილება და თავდაჯერება შემძინა. ახლა ეს გამოცდილება მინდა ლევანტეში ჩემს თანაგუნდელებს გავუზიარო. ჩემი ოცნება ყოველთვის საქართველოს ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდ ტურნირზე თამაში იყო, რაც აქამდე არ მომხდარა. თუმცა, ამჟამად კონცენტრირებული კლუბზე ვარ, პირველ რიგში კი შაბათს გასამართ შეხვედრაზე”. - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ “ლევანტეს” 3 დეკემბერს “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება.

    Facebook კომენტარები