• 01-10-2022
    სპალეტი: "სწორედ ამ ფაქტის გამო, ხვიჩა კვარაცხელია სტრატოსფეროდანაა"
    სპალეტი: "სწორედ ამ ფაქტის გამო, ხვიჩა კვარაცხელია სტრატოსფეროდანაა"
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელმა "ტორინოს" კარი დალაშქრა.


    იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კვარას შესახებ ისაუბრა:


    "საწყისი ნახევარი საათი დიდი უპირატესობა გვქონდა. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. შემდეგ ცოტა ავირიეთ და მეტოქემ თავისი საფეხბურთო იდეოლოგია გვანახა. კვარაცხელიას სწორედ ამიტომ ვეძახოდი ხშირად, მაგრამ ტორინომ ამ დროში კარგად ითამაშა ჩვენი ტაქტიკის დაპირისპიროდ. ჩემი სურვილი იყო, კვარას ცენტრში უფრო ხშირად ემოძრავა და მართლაც მან მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. მას შეტევის ძალიან მრავალფეროვანი არსენალი აქვს, ის სტრატოსფეროდანაა". - განაცხადა სპალეტიმ.


    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია 5 გატანილი გოლითა და 1 შესრულებული ასისტით სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები