15-03-2022

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - სუპერკომპიუტერის აბსურდული პროგნოზი

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპი მიმდინარეობს, მომდევნო ეტაპის საგზური კი 4-მა კლუბმა მოიპოვა.
"მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", "ლივერპული" და, რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალი" - ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებენ, დარჩენილი 4 საგზურისთვის
კი 8 კლუბი იბრძოლებს.
პლეიოფის პირველი ეტაპის სანახევროდ ჩატარების შემდეგ, FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ახალი პროგნოზი შემოგვთავაზა.
ალგორითმმა იმ გუნდების ჩემპიონობის შანსები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე მოხვდნენ, პროცენტულად გადაანაწილა.
აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერის აზრით, მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის 13%-იანი შანსი აქვს.
საბოლოოდ, პროგნოზი ასეთია:
- "მანჩესტერ სიტი" - 30%
- "ბაიერნი" - 29%
- "ლივერპული" - 28%
- "რეალი" - 13%
ტეგები:
Facebook კომენტარები