• 12-12-2023
    ფეხბურთის ელიტა კვარასთვის იბრძვის! - რომელი გუნდები ცდილობენ ხვიჩას შეძენას
    ფეხბურთის ელიტა კვარასთვის იბრძვის! - რომელი გუნდები ცდილობენ ხვიჩას შეძენას

    როგორც მოგეხსენებათ, საქართცელოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია უკვე 2 სეზონია, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

    რა თქმა უნდა, მისი საოცარი ასპარეზობიდან გამომდინარე მსოფლიო საუკეთესო გუნდები მისი შეძენით ინტერესდებიან.

    Rekordmister-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას შეძენით “ბარსელონა”, მიუნხენის “ბაიერნი” და “ლივერპული” ინტერესდებიან.

    საგულისხმოა, რომ მამუკა ჯუღელი აღნიშნული გუნდების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავს.

    ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები