• 19-06-2023
    გადაწყვეტილია! - ვიქტორ ოსიმენის მომავალი გარკვეულია
    გადაწყვეტილია! - ვიქტორ ოსიმენის მომავალი გარკვეულია

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” 24 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში საოცრად იასპარეზა და 26 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

    საკმაოდ სანდო წყაროები წერდნენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”, ლონდონის “ჩელსი” და სხვა ტოპ გუნდები ოსიმენის შეძენასთან ახლოს იყვნენ.

    “პარტენოპეის” მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელი ქომაგებისთვის სასიხარულო განცხადება გაავრცელა:

    “ჩვენ ვიქტორ ოსიმენთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ის კონტრაქტს კიდევ ორი წლით გაახანგრძლივებს.” - განაცხადა ლაურენტისმა.

    ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენს “ნაპოლისთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები