• 19-12-2023
    "მიქაუტაძე "აიაქსში" იტანჯება" - "მეცის" მწვრთნელის განცხადება
    "მიქაუტაძე "აიაქსში" იტანჯება" - "მეცის" მწვრთნელის განცხადება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს გიორგი მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნებაზე მედიაში აქტიურად წერენ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმაც გააკეთა.

    "მიქაუტაძე "აიაქსში" იტანჯება. მასთან ერთად გამორჩეული წელიწადი გავატარეთ და მე და გუნდს მასთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

    "ძალიან განვიცდიდი მის წასვლას იმის ფონზე, თუ როგორ დაასრულა გასული სეზონი და როგორ დაიწყო ახალი.

    "იმედია, შეთანხმება შედგება, თუმცა ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორც განვითარდება მოვლენები", - თქვა ბოლონიმ.

    Facebook კომენტარები