

საქართველოს ნაკრების 21 წლის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას თავის იტალიურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა. კვარას "ნაპოლიმ" გასვლაზე "რომას" აჯობა და დაამტკიცა, რომ ჩემპიონობის ნამდვილი პრეტენდენტია.
აღნიშნულ შეხვედრას ნამდვილად ვერ მივათვლით იმ მატჩთა რიცხვს, რომლებშიც მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ხვიჩა იყო, თუმცა "პარტენოპეის" 77-მა ნომერმა ქომაგების ყურადღების მიპყრობა რამდენჯერმე მაინც შეძლო.
გთავაზობთ სოციალურ ქსელში იტალიელი გულშემატკივრების მიერ ხვიჩას პერფომანსთან დაკავშირებით დაწერილ პოსტებს:
"მოურინიოს სტრატეგია უმაღლესი დონის იყო. მან გაანეიტრალა კვარაცხელია და გუნდმა მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. სამწუხაროა, რომ ეს შეცდომა საბედისწერო იყო."
"კვარაცხელია არის ვარსკვლავი, რომელიც "ნაპოლიმ" ძალიან იაფად ჩაიგდო ხელში."
"წარმოიდგინე, რომ ოსიმენი და კვარაცხელია ერთ გუნდში გყავს! ეს უსამართლობაა."
"სპალეტის მიერ კვარაცხელიას ზედმეტად დატვირთვა ჩემთვის მისაღები არ არის."
"მოურინიომ კვარაცხელია გააჩერა, მაგრამ მას ოსიმენი გამორჩა."
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩას მონაგარი 5 გოლსა და 4 ასისტს შეადგენს, "ნაპოლი" კი სატურნირო ცხრილს 29 ქულით ლიდერობს.