• 26-12-2023
    ჩინებული ამბავი! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორი გახდა
    ჩინებული ამბავი! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორი გახდა

    ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში ჯგუფური ეტაპის 10 საუკეთესო დრიბლიორის სია გამოაქვეყნა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ სიის ლიდერი საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ, რომლის ანგარიშზეც 46 დრიბლინგია.

    ქართველი გარემარბი კილიან მბაპეს, უსმან დემბელეს, რაფაელ ლეაუს და სხვა არაერთ უმაღლესი დონის ფეხბურთელს აღემატება.

    საუკეთესო დრიბლიორთა ათეული კი ასე გამოიყურება:

    Facebook კომენტარები