• 20-06-2023
    დღეს წილისყრაა! - ევროთასებზე ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა
    დღეს წილისყრაა! - ევროთასებზე ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის ყოველწლიური საკვალიფიკაციო ეტაპი მოახლოვდა.

    ტრადიციულად, ქართული გუნდები ევროსარბიელზე წარსდგებიან. 

    ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ღირსებას თბილისის “დინამო” დაიცავს, კონფერენს ლიგაზე კი მონაწილეობას ბათუმის “დინამო”, გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” მიიღებენ.

    თბილისი “დინამოს” სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა ასე გამოიყურება:

    ტირასპოლის შერიფი (მოლდოვა), ბორისოვის ბატე (ბელარუსი), ასტანა (ყაზახეთი), ჰაიფას მაქაბი (ისრაელი) და ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

    პირველ ჯგუფში მოხვდა ქუთაისის “ტორპედო”:

    სუტიესკა (მონტენეგრო), სარაევო (ბოსნია-ჰერცოგოვინა), არარატ-არმენია (სომხეთი), ვადუცი (ლიხტენშტაინი), დომჟალე (სლოვენია).

    მე-2 ჯგუფში მოხვდა ბათუმის “დინამო”:

    არსენალ ტივატი (მონტენეგრო), ჟელეზნიჩარი (ბოსნია-ჰერცეგოვნია), ზიმბრუ (მოლდოვა), ბირკირკარა (მალტა) და ტირანა (ალბანეთი).

    მე-5 ჯგუფში მოიპოვა ადგილი გორის “დილამ”:

    დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პიუნიკი (სომხეთი), RFS (ლატვია), ტობოლი (ყაზახეთი) და მილსამი (მოლდოვა).

    ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თბილისის დროით 16:00 საათზე შედგება, კონფერენს ლიგის წიკისყრა კი 17:00 საათზე გაიმართება.


    Facebook კომენტარები