• 20-06-2023
    კიდევ ერთი აღიარება! - Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში შეიყვანა
    კიდევ ერთი აღიარება! - Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში შეიყვანა

    როგორც მოგეხსენებათ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ერთა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა.

    ცხადია ამ გუნდში, საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

    კვარამ Sofascore-სგან 7.95 მაჩვენებელი დაიმსახურა, რაც მთლიან სიმბოლურ გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

    კვარამ ერთა ლიგაზე მართლა საოცრად იასპარეზა, 22 წლის ქართველმა შემტევმა 6 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მართლაც ფენომენალური შედეგი გახლავთ.


    Facebook კომენტარები