• 09-11-2022
    სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
    [/xfgiven_playerads]
    სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" სენეგალელმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ "რეკორდმაისტერსა" და ბრემენის "ვერდერს" შორის გუშინ გამართული მატჩი (6:1) მე-20 წუთზე, ტრავმის გამო დატოვა.


    30 წლის თავდამსხმელის დაზიანებაზე დღეს L'Equipe-მ დაწერა. ფრანგული გამოცემის ინფორმაცია საგანგაშოა - წყაროს თანახმად, სადიო კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.


    მანეს დაზიანების შესახებ ბავარიული გრანდის თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


    "დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მან დარტყმა წვივის თავზე მიიღო.


    ვფიქრობ, სადიოს რენტგენის გადაღება მოუწევს, რათა გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს ნაწილი ძალიან მარტივად იმსხვრევა. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით."


    ნაგელსმანმა ეს "ვერდერთან" მატჩის დასრულებისთანავე განაცხადა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა სპეციალისტის იმედი არ გამართლდა და ბავარიელთა ვარსკვლავის დაზიანება მართლაც რომ სერიოზული გახლავთ.


    შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრებს მუნდიალზე პირველი მატჩი 12 დღეში ელოდება. აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში ასევე არიან კატარი დსა ეკვადორიც.

    Facebook კომენტარები