• 02-04-2022
    დვალიშვილი: "ხვიჩა ჩვენთან ამ შეთანხმებით გადმოვიდა"
    დვალიშვილი: "ხვიჩა ჩვენთან ამ შეთანხმებით გადმოვიდა"
    ავტორი
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, მან ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 


    აჭარული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა, ქართველი ვინგერის ტრანსფერის დეტალები გაამხილა:


    "მან ჩვენთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ევროტურნირებზეც დაგვეხმარება. თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისთვის და თავისი ოჯახისთვის მისაღები შეთავაზება მოგვივიდა, ვალდებულნი ვართ, გავუშვათ. ის ჩვენთან ამ პირობით გადმოვიდა.


    რა თქმა უნდა, საუბარი არ არის უფასოდ გაშვებაზე, მაგრამ მისაღებ პირობებში, ხვიჩას არ დავაბრკოლებთ, ამის უფლება არ გვაქვს. 


    ძალიან მინდა, ის ჩვენთან უფრო დიდი ხნით იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის და კვარაცხელიას კარიერისთვის, ალბათ, აჯობებს, უფრო მაღალი დონის გუნდში გადავიდეს. ჩვენი ინტერესია, კვარამ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მას გვერდში დავუდგებით", - განაცხადა დვალიშვილმა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა