16-11-2022

ცნობილია! - ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე მაროკოს წინააღმდეგ

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 17 სექტემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდება. ინფორმაციას "ეროვნული ნაკრების" გვერდი სოციალურ ქსელში ოფიციალურად ადასტურებს.
ჩაკვემ დაზიანება გასულ კვირას, სლოვაკეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მეკარესთან შეჯახების შედეგად მიიღო.
გიორგის ტრავმა მუხლის არეში აქვს მიღებული, ჭრილობა თითქმის ძვლამდე არის მისული და 23 წლის მოთამაშის ჯანმრთელობის გარისკვა სამწვრთნელო შტაბმა არ გადაწყვიტა.
ცნობისთვის, საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაუპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ტეგები:
Facebook კომენტარები