• 23-01-2024
    "ნიუკასლმა" ტრიპიერზე "ბაიერნის" მე-2 შეთავაზებაც დაბლოკა
    "ნიუკასლმა" ტრიპიერზე "ბაიერნის" მე-2 შეთავაზებაც დაბლოკა
    Author of the article
    Aa

    "ნიუკასლ იუნაიტედმა" კილიან ტრიპიერის თაობაზე მიუნხენის "ბაიერნის" მეორე შეთავაზება დაბლოკა, - აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports News ავრცელებს.

    ბავარიულ გრანდში ფიქრობდნენ, რომ ინგლისელი მარჯვენა მცველის 11-12 მილიონ ფუნტად ყიდვას შეძლებდნენ, თუმცა "ჯორდებმა" მათი წინადადება უარით გაისტუმრეს. 

    33 წლის ფლანგელი "რეკორდმაისტერში" გადაბარგების პერსპექტივას მიესალმება, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მის ტრანსფერზე კონსესუსი თავად გერმანული კუბის უფროსობაშიც არ არსებობს.

    "ბაიერნი" ფრანგული "პარი სენ ჟერმენიდან" ნორდი მუკიელეს იჯარით დამატებაზეც მუშაობდა. მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც "პსჟ-მ" ბუნდესლიგის ჩემპიონებზე 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულების დაკისრება მოისურვა.

    ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, თუ კირანი "ალიანც არენაზე" გადაბარგდება, მისი წლიური ხელფასი 7-8 მილიონი ევრო იქნება (გადასახადების გაუთვალისწინებლად). მიუნხენელებს ინგლისელზე დიდი ფულის დახარჯვა არ უნდათ, მაგრამ ტრიპიერი მათთვის ახლა მაინც ყველაზე რეალურ სამიზნედ რჩება.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში კირანმა 8 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები