• 21-11-2022
    მორიგი აღიარება! - მიქაუტაძე თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
    მორიგი აღიარება! - მიქაუტაძე თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
    Aa

    საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე "მეცის" ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

    Culture Grenat, რომელიც ყოველთვიურად ფრანგული გუნდის საუკეთესო მოთამაშეს არკვევს, მიქაუტაძის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.


    აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ამ თვეში 4 გოლი გატანა მოახერხა, მათ შორის გამოსარჩევია "პარიზის" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიქი.


    საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს იკავებს.


    ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო პაუზის გამო 1 თვის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებს არ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები