• 22-11-2022
    რატომ ამატებენ მსაჯები მატჩებს მეტ დროს - კოლინას პასუხი
    [/xfgiven_playerads]
    რატომ ამატებენ მსაჯები მატჩებს მეტ დროს - კოლინას პასუხი
    Aa

    კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ ორი სათამაშო დღე ვიხილეთ, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ერთი საინტერესო ტენდენცია: მსაჯები ტაიმებს ჩვეულებრივზე დიდ დროს ამატებენ. მაგალითისთვის, ინგლისი-ირანის მატჩში პირველ ნახევარს 14 წუთი დაემატა, ხოლო მეორეს - 10. სენეგალი-ნიდერლანდების შეხვედრაც 99-ე წუთზე დასრულდა.


    ბუნებრივია, ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა ვერ იქნებოდა. შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომენტარი ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ გააკეთა.


    "ჩემპიონატის დაწყებამდეც რამდენჯერმე ვთქვი, რომ ხალხს არ უნდა გაკვირვებოდა, თუკი მეე-4 მსაჯის ტაბლოზე უჩვეულოდ ბევრ წუთს დაინახავდნენ. თუნდაც 6, 7 ან 8 დამატებით წუთს. 


    თუ გულშემატკივარს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთის ნახვა სურს, ამისთვის მზადაც უნდა იყოს. წარმოვიდგინოთ მატჩი, სადაც 3 გოლი გავიდა. თითოეული გოლის აღნიშვნას წუთ-ნახევარი სჭირდება და ვიღებთ სურათს, სადაც 5-6 წუთი მაინც იკარგება. 


    სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თითოეულ ტაიმს იმდენი დრო დაემატოს, რამდენიც დავკარგეთ," - ამბობს კოლინა.


    ბუნებრივია, გულშემატკივრები ფეხბურთით ტკბობის დამატებით წუთებზე უარს არასდროს იტყვიან. სამაგიეროდ, პრობლემა ტელევიზიებს ექმნებათ - საეთერო ბადეში მათ გარკვეული ცვლილებების შეტანა აუცილებლად მოუწევთ.

    Facebook კომენტარები