

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთთან განცდილი შოკისმომგვრელი მარცხით დაიწყო.
"ალბისელესტე" მატჩს ლეო მესის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით იგებდა, თუმცა აუტსაიდერად შერაცხულმა გუნდმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და სენსაცია შემოგვთავაზა.
მოულოდნელი წაგების შემდეგ გულშემატკივრებს ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა საგანგებოდ მიმართა.
"გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ გვენდონ. ეს გუნდი მათ არ დააღალატებს.
გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს. ჩვენ უფრო ერთიანი ვიქნებით, ვიდრე ოდესმე. ეს გუნდი ძლიერია და ეს წარსულშიც გამოუვლენია.
ასეთ დასაწყისს არ ველოდით, თუმცა ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. ახლა უნდა გავიმარჯვოთ ან გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ გვაქვს. საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი," - წერს ლეო.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, მექსიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.